
პაკეტები
საბაზისო
290 ₾- ერთჯერადი
შემოწმება
პრემიუმი
493 ₾- წელიწადში
ორჯერ
შემოწმება
პროფესიონალი
812 ₾- წელიწადში
ოთხჯერ
შემოწმება
როგორ გამოვიყენო პროგრამა?
ამისათვის თქვენ უნდა შეავსოთ ვებ-გვერდზე მოცემული ფორმა (მეილი, ტელეფონი, SMS კოდი და ა.შ.), ჩამოტვირთოთ ცარიელი შაბლონი, შეავსოთ და ატვირთოთ ვებგვერდზე. მეტი დეტალი აქ: https://audit.altera.ge/#tutorials
რა ინფორმაცია უნდა შევავსო ცარიელ შაბლონში?
საჭირო ინფორმაციას მოიძიებთ გადასახადის გადამხდელის ავტორიზირებულ ვებ-გვერდზე (rs.ge) არსებულ მოდულებში. მინიშნებები იხილეთ შაბლონში კომენტარებად. როგორ შევიძინო "ALTERA Audit" მომსახურება? - შესაბამისი ველების შევსების და შევსებული შაბლონის ჩვენივე პორტალზე ატვირთვის შემდგომ, მომხმარებლის მიერ მითითებულ მეილზე გაიგზავნება ინვოისი
როგორი ფორმით მივიღებ შედეგებს?
გამოგზავნილი ინვოისის გადახდის შემდგომ მომხმარებლის რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე გაიგზავნება ბმული, სადაც ასახული იქნება ანალიზის შედეგები და საგადასახადო რეკომენდაციები.
გადახდის შემდგომ რა ადმინისტრაციულ დოკუმენტებს მივიღებ?
შესყიდვის შემდგომ, თქვენ ელექტრონულად გამოგეგზავნებათ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო დღგ-ის ადმინისტრირებისთვის გამოგიწერთ შესაბამისი პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას.
„ALTERA“ პასუხისმგებელია შაბლონში შევსებული ინფორმაციის სისრულეზე?
არა. სისტემა ხელმძღვანელობს თქვენს (მომხმარებლის) მიერ მოწოდებული მონაცემებით და მათ სისრულეზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი.
„ALTERA“ პასუხისმგებელია საგადასახადო ორგანოს მხრიდან აუდიტის ჩატარების შემთხვევაში?
არა, მომხმარებელი პროდუქტად იღებს არა საგადასახადო აუდიტს, არამედ საგადასახადო ანალიზს და რჩევებს, რომელთა შესრულებაც მომხმარებელზეა დამოკიდებული და გამყარებულია მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზით.